ბატონი რომან დუნდუას ხსოვნას

კაცი,რომელიც დაგვაკლდა ყველას...
ნებისმიერი ადამიანის ამ ქვეყნიდან წასვლა დიდი ტკივილი და ტრაგედიაა,მით უმეტეს,ისეთი პიროვნების როგორიც ბატონი რომან დუნდუა იყო. პიროვნებისა,რომელიც ყველა იმ თვისებებით იყო დაჯილდოებული,რაც თითოეულ ადამიანს უნდა გააჩნდეს.
შესანიშნავი ქართველი,მამა,მეგობარი და პედაგოგი.გამორჩეული ისტორიკოსის ყოველ სტრიქონში უდიდესი ადამიანური ღირებულებები იხატებოდა,რომელიც ყველასათვის დასამახსოვრებელი იყო.
ნათელი თქვენს ლამაზ ხსოვნას.მართალთა შორის დაგიმკვიდროთ უფალმა ადგილი.
ნახვამდის
...სრულად ბატონი რომან დუნდუას ხსოვნას

მარნის საჯარო სკოლამ ავტორიზაცია წარმატებით გაიარა

ახალ სასწავლო წელს ავტორიზებულ სკოლაში გელით.
გილოცავთ ამ ღირსეულ გამარჯვებას.
ეს მხოლოდ დასაწყისია!
მარნის საჯარო სკოლის დირექცია
...სრულად მარნის საჯარო სკოლამ ავტორიზაცია წარმატებით გაიარა

ნიკა დუნდუას ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგები აქვს

მარანის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულს ნიკა დუნდუას ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგები აქვს.
ქართული ენა 57 ქულა 60-დან;
ინგლისურ ენა 60/70 - დან;
ბიოლოგია 54/70 - დან;
ქიმია 51/63 - დან.
გილოცავთ ნიკა, წარმატებულ მომავალს გისურვებთ.
...სრულად ნიკა დუნდუას ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგები აქვს

საბა სამუშია “ეიფელის” სტიპენდიის 2025 წლის ლაურეატია

ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული საბა სამუშია - საფრანგეთის მთავრობის ყველაზე პრესტიჟული "ეიფელის" სტიპენდიის 2025 წლის ლაურეატია. ის სწავლას პარიზის პანთეონ სორბონის უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელებს. ვულოცავთ და წარმატებებს ვუსურვებთ საბას. ...სრულად საბა სამუშია “ეიფელის” სტიპენდიის 2025 წლის ლაურეატია

ბოლო ზარი

სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანის საჯარო სკოლაში 21 მაისს გაიმართა XII კლასის ბოლო ზარი.
ძვირფასო მე-12 კლასელებო-
მარია,  ზურა, მარიამ, ნიკა, ნინო, ოლეგი, მარიამ, ლიკა,  გიორგი, ბარბარე, თამარ
გილოცავთ სკოლის წარმატებით დასრულებას.
გისურვებთ ცხოვრების გრძელი გზის ღირსეულად გავლას!
ცხოვრების ახალი ეტაპისა და მომავალი გამარჯვებების საწინდარი ყოფილიყოს დღევანდელი "ბოლო ზარი".
...სრულად ბოლო ზარი