მარანის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა დედაენის დღეს მიუძღვნეს მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული კვირეული
მარანის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა დედაენის დღეს მიუძღვნეს მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული კვირეული. პირველ დღეს ესტუმრნენ ბიბლიოთეკას თემით "ვკითხულობთ გოგებაშვილს". II - III დღეს შექმნეს ილუსტრირებული წიგნი ი. გოგებაშვილის მოთხრობების მიხედვით. IV დღე ინტერაქტიულ თამაშებს დაეთმო. კვირეული ზეიმით დაგვირგვინდა. მოსწავლეებმა გაიაზრეს, რომ თითოეული ქართველის მოვალეობაა, გაუფრთხილდეს და დაიცვას ქართული ენის სიწმინდე.
მასწავლებელი - ლალი ანაკიძე
...სრულად მარანის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა დედაენის დღეს მიუძღვნეს მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული კვირეული 



