მიღება და მობილობა

მუხლი 1. სკოლაში ჩარიცხვისა და შემდგომ გასავლელი ეტაპების თაობაზე, სკოლა იცავს ყველა იმ მექანიზმს, რომელიც დადგენილია კანონმდებლობით და დაინტერესებულ პირს განუმარტავს, რომ:
1.1  ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე, პირველ კლასში რეგისტრირდება პირი რომელსაც 1 დეკემბრამდე უსრულდება 6 წელი. აღნიშნული ვრცელდება როგორც საჯარო ასევე კერძო სკოლაზე.
1.2 კლასებში მოსწავლეთა რაოდენობა განისაზღვრება ,,ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებით, კერძოდ, კლასში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 25-ს. მოსწავლეთა რაოდენობის გაზრდა შესაძლებელია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით, ასეთ შემთხვევაში,კლასი დაკომპლექტდება მაქსიმუმ 29 მოსწავლით.

მუხლი 2. სკოლის პირველ კლასში მოსწავლეთა რეგისტრაცია
2.1 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების პირველ კლასში ჩასარიცხ მოსწავლეთა რიცხოვნობის განსაზღვრის ვადები დგინდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები თავის მხრივ განსაზღვრავენ სკოლის პირველ კლასში ჩასარიცხ მოსწავლეთა რიცხოვნობას.
2.2 სკოლა უზრუნველყოფს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების პროპორციულად გადანაწილებას პარალელურ კლასებში. აღნიშნულ ინფორმაციას, ვადების დაცვით, ასახავს eschool.emis.ge-ზე.
2.3 ვინაიდან, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების სკოლაში რეგისტრაციის ვადები უსწრებს ყველა შემდგომ ვადას, საჯარო სკოლა ცალკე აქვეყნებს ინფორმაციას დაინტერესებული პირებისთვის, რომ მისაღები კონტინგენტის შესაბამისად, სკოლამ დროულად და ეფექტურად დაგეგმოს მოსწავლეთა ჩარიცხვის, საფეხურის დაძლევის, მობილობის, სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის წესი 2 სასწავლო პროცესი და საჭიროების მიხედვით განათავსოს და მოაწყოს საკლასო ოთახები.
2.4 თუ სსსმ მოსწავლის და-ძმაც ირიცხება ამავე სკოლაში, სსსმ მოსწავლის რეგისტრაცია მაინც უნდა მოხდეს პირველ ეტაპზე, რომ სკოლამ განსაზღვროს ყველა საჭიროება, მისაღებ მოსწავლეთა რიცხოვნობა და შემდეგი ეტაპები.

მუხლი 3. საჯარო სკოლის პირველ კლასში მოსწავლის ჩასარიცხად ელექტრონული რეგისტრაციის და ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადები განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

მუხლი 4. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, სკოლის პირველ კლასში მოსწავლის ჩასარიცხად ელექტრონული რეგისტრაციის და ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადების თაობაზე ბრძანებას ათავსებს სკოლის საინფორმაციო დაფაზე, სკოლის ოფიციალურ ვებგვერდსა და სკოლის სოციალურ გვერდზე.
4.1 სკოლებში მოსწავლეთა რეგისტრაცია ელექტრონულია. რეგისტრაციის პერიოდია (თებერვალი-ივნისი).

მუხლი 5. სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციისა და მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ მოსწავლის ჩასარიცხად, აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადები მოიცავს ოთხ ეტაპს, კერძოდ:
1. I ეტაპი – სსსმ მოსწავლეების ელექტრონული რეგისტრაცია, რეგისტრაციას უზრუნველყოფს საჯარო სკოლა მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე.
1.1. მითითებულ ვადაში რეგისტრაციის შემთხვევაში, პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენლის უთითებს პირის სავარაუდო სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროებას და მულტიდისციპლინური გუნდის მიერ პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლის შეფასების მოთხოვნის მიზნით ავსებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული მომართვის ფორმას, რომელსაც დაურთავს შესაბამის დოკუმენტებს.
2. II ეტაპი – რეგისტრირდებიან ბავშვები,
2.1. რომელთა და-ძმაც სწავლობს სასურველ სკოლაში;
2.1. რომელთა მშობელიც სასურველი სკოლის თანამშრომელია; მოსწავლეთა ჩარიცხვის, საფეხურის დაძლევის, მობილობის, სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის წესი 3
2.2. რომელთა ოჯახიდანაც ერთდროულად ორი, ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.
2.3. რეგისტრაციას წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე უზრუნველყოფს საჯარო სკოლა.
3. III ეტაპი – საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია.
3.1. III ეტაპზე ცხადდება საყოველთაო რეგისტრაცია ვებგვერდზე registration.emis.ge. საყოველთაო რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება როგორც ტელევიზიით, ასევე სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით.
3.2. მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ საჯარო სკოლაში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება.
4. IV ეტაპზე რეგისტრაცია
4.1. III ეტაპის დასრულების შემდეგ, განთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილზე ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე, საჯარო სკოლის მიერ განხორციელდება იმ მოსწავლეების რეგისტრაცია, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.
4.2. სავალდებულო დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ, საჯარო სკოლა უზრუნველყოფს მოსწავლის რეგისტრაციას.

მუხლი 6. პირველ კლასში მოსწავლის ჩარიცხვისთვის წარსადგენი დოკუმენტაცია:
6.1 წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს. არასრულწლოვანი მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე);
6.2 მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).
6.3 სკოლა, შესაბამისი სასწავლო წლის დაწყებამდე, პირველ კლასში ჩარიცხული მოსწავლის/მოსწავლეების შესახებ ინფორმაციას და ამ მოსწავლის/მოსწავლეების პირველ კლასში ჩარიცხვის შესახებ შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტს ასახავს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eschool.emis.ge).