მარანის საჯარო სკოლა დაარსდა 1921 წელს რვა კლასის ბაზაზე. 1930 წლიდან ფუნქციონირებს, როგორც საშუალო სკოლა.
1965 წლამდე მეზობელი სოფლის (ტყვირი პირველი მაისი ,გაუწყინარი) მოსწავლეები საშუალო განათლებას მარანის საშუალო სკოლაში იღებდნენ, რადგანაც აღნიშნულ სოფლებში სკოლები რვა კლასის ბაზაზე ფუნქციონირებდნენ.
1969-1970 წლებში აშენდა ახალი კაპიტალური სკოლის შენობა, რომელიც დღესაც ფუნქციონირებს.
სკოლაში მოღვაწეობდნენ ისეთი გამოჩენილი მასწავლებლები: ამროსი კოპალეიშვილი, ფენია არევაზოვი, ქსენია ჩიგოგიძე, ვალერიან ანაკიძე, თამარ ძველაია, ტატიანა დიდიძე, მანტელიანე თელია , აზნა ლაბარტყავა , ქეთევან დუნდუა(საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი), კარლო მიქანაძე, შალვა ნაროუშვილი, ჟუჟუნა კაკაბაძე და სხვები. სკოლა ყოველთვის ამაყობდა და გამოირჩეოდა კურსდამთავრებულთა მიღწევებით: დავით ჯანელიძე- პოეტი, ბიძინა მგალობლიშვილი- ფსქიატრი, ჯანო ჯანელიძე- პოეტი, დიმდიტრი დუნდუა- (მათემატიკოსი-)პროფესორი.
2024 წელს სკოლას პრემიერის პროგრამის ფარგლებში ჩაუტარდა სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები, სადაც ყველა პირობა არსებობს თანამედროვე მოთხოვნებიდან გამომდინარე მოსწავლე- ახალგაზრდობის სწავლა- სწავლებისა და მათი განვითარებისათვის.
