მისია და ხედვა

მისია:  

ფორმალური და არაფორმალური განათლების ორგანული სინთეზირებით, სახელმწიფო ენის ხარისხიანი სწავლებითა და სამოქალაქო საზოგადოებაში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ მოსწავლეთა ინტეგრირების ხელშეწყობით ჩამოვაყალიბოთ დემოკრატიული ღირებულებების მატარებელი, კრიტიკული აზროვნების მქონე, ჰოლისტურად განვითარებული, აქტიური მოქალაქეები.


ხედვა:

სკოლა იქნება უახლესი წლების განმავლობაში მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც მოსწავლეებს ექნებათ საკუთარი პოტენციალის სრულად გამოვლენის საშუალება. მოსწავლეების აქტივობებისა და ინიციატივების მაქსიმალური ხელშეწყობით, შესაძლებლობების თვითრეალიზაციით, მათთვის სტიმულის მიცემით, სკოლა შექმნის სათანადო პირობებს, რათა მოსწავლეებმა არ შეწყვიტონ თითგანვითარებაზე ზრუნვა. ასევე, მნიშვნელოვანია მასწავლებლების პროფესიული განვითარება და მათ მიერ თანამედროვე მეთოდოლოგიური მიღწევებისა და ტექნოლოგიების აქტიური გამოყენება.


სკოლის ძირითადი ღირებულებებია:

ღირებულებები:
• პროფესიონალიზმი;უწყვეტი განვითარება;
• ურთიერთანამშრომლობა ; ურთიერთპატივისცემა;ტოლერანტობა;
• შემოქმედებითობა;
• პატრიოტიზმი;
• ჯანსაღი ცხოვრების წესი;