დედაენის კვირეული

სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარნის საჯარო სკოლაში აღინიშნა დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული.
კვირეულის ფარგლებში ჩატარდა შემდეგი ღონისძიებები:
1. ლიტერატურული საღამო
2. საუკეთესო კალიგრაფის გამოვლენა.
3. მხატვრული კითხვა.
/კედლის გაზეთის გამოშვება/
კვირეულში მონაწილეობა მიიღეს დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა.
II-III კლასი-თეა ბერაძე
IV კლასი - ლამარა ანაკიძე
V-VI კლასი - ნანა ქორჩილავა
VII კლასი - ეკა შათირიშვილი.
დედაენის კვირეულის პირველი დღე.
ლიტერატურული საღამო.
მოსწავლეებმა ისაუბრეს ქართულ ენაზე, როგორც სარწმუნო მატეანეზე, აზროვნების იარაღზე, ...სრულად დედაენის კვირეული

კონკურსი “კალიგრაფიული ნამუშევრის შექმნა”

ქალაქ აბაშის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ გამოცხადებულ მოსწავლეთა კონკურსში კალიგრაფიაზე " კალიგრაფიული ნამუშევრის შექმნა" (ორიგინალურობა, კრეატიულობა,  მხატვრულობა) მონაწილეობა მიიღეს მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა. (მასწავლებელი ეკა შათირიშვილი).
გამოვლინდა სკოლაში გამარჯვებულები:
I ადგილი - მარიამ პიტავა
II ადგილი - თენგო ვაჩეიშვილი
III ადგილი - ბარბარე კალაძე
...სრულად კონკურსი “კალიგრაფიული ნამუშევრის შექმნა”

9 აპრილი

9 აპრილს მარნის საჯარო სკოლის VII და X კლასის მოსწავლეებმა(მასწავლებელი ეკა შათირიშვილი)ტიტებითა და სანთლებით შეამკეს 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალი.კიდევ ერთხელ გაიხსენეს ისინი და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას. მათი თავგანწირვა გვავალდებულებს-გვიყვარდეს სამშობლო,დავიცვათ დამოუკიდებლობა და ვიბრძოლოთ სამართლიანობისთვის. ...სრულად 9 აპრილი

შეხვედრა კადეტთა სამხედრო ლიცეუმის წარმომადგენლებთან

მარნის საჯარო სკოლაში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის წარმომადგენლებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ მარნის საჯარო სკოლის, ტყვირის, ქოლობნის, გაუწყინარის და პირველი მაისის საჯარო სკოლის მოსწავლეები. ...სრულად შეხვედრა კადეტთა სამხედრო ლიცეუმის წარმომადგენლებთან

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე

21 მარტს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მარანის საჯარო სკოლაში ჩატარდა ღონისძიება.
მოსწავლეებს მიეწოდა ინფორმაცია დაუნის სინდრომის შესახებ.ნახეს ფილმი "ჟუბიეს ერთი დღე",გამოჭრეს და მოხატეს "ჭრელი წინდები".მოამზადეს კედლის გაზეთი.
...სრულად დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე