I. მასწავლებლის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატი სავალდებულოა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობას:
1.კონკურსში მონაწილე აპლიკანტს უნდა ჰქონდეს შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დიპლომი, ჰქონდეს ბაკალავრის ან მაგისტრის/მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ჩართული იყოს მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში და მინიჭებული ჰქონდეს მინიმუმ უფროსი მასწავლებლის სტატუსი;
2. ჰქონდეს მინიმუმ სამწლიანი პედაგოგიური გამოცდილება;
3. უნდა ერკვეოდეს სწავლების თანამედროვე მეთოდებში და ჰქონდეს საკუთრი ხედვა სწავლა-აღზრდის საკითხებში;
4. სასურველია ჰქონდეს „ახალი სკოლის მოდელში“ მუშაობის გამოცდილება;
II . ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
1. წერილობითი განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე;
2. პირადობის მოწმობის ასლი;
3. ავტობიოგრაფია/ cv.
4. სამოტივაციო წერრილი;
5. შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
6 .სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების დამადასტურებელი სერთიფიკატის ასლი ან მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდების ჩაბარების ამსახველი დოკუმენტაცია.
III კონკურსის ეტაპები მოიცავს:
1. განაცხადების გადარჩევას;
2. გასაუბრებას; კომისია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, ვინც დააკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
3. არასრული დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება.
IV დამატებითი ინფორმაცია:
1. კონკურსანტი უნდა იცნობდეს ეროვნულ სასწავლო გეგმას.
V. განაცხადის მიღების წესი:
1. განაცხადება მიიღება სკოლის ელექტრონულ ფოსტაზე marani@mes.gov.ge
| თანამდებობა | მასწავლებელი/მაძიებელი |
| საგანი | ფიზიკური აღზრდა და სპორტი |
| კლასი | I |
| სექტორი | ქართული |
| რეგიონი | სამეგრელო-ზემო სვანეთი |
| რაიონი | აბაშა |
| ტელეფონი | 591818322 |
| სამუშაოს დაწყების თარიღი | 15 სექტემბერი, 2023წ. |
| სამუშაო საათები | 3 სთ/კვირაში |
| სავარაუდო ხელფასი | 80-90 ლარი/თვეში |
