პირველკლასელთა რეგისტრაცია

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2025-2026 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განსაზღვრა.
საქართველოს სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია 10 მარტს დაიწყება.
2025 წლიდან, სურვილის შემთხვევაში, პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ის ბავშვებიც, რომლებსაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ.