მარანის საჯარო სკოლაში 8-13 მაისს ჩატარდა დიდი სამამულო ომის დამთავრების 80 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება. (მასწავლებლები-მერაბ მიგინეიშვილი, რომან დუნდუა)
9 მაისს მოსწავლეებმა პატივი მიაგეს დაღუპულ გმირებს და მოინახულეს შინმოუსვლელთა სტენდი.
13 მაისს, მარანის საჯარო სკოლაში დიდი სამამულო ომის 80 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პრეზენტაცია, დოკუმენტური მასალების ჩვენება, გაიხსენეს ომის მძიმე პერიოდი, ქართველი მებრძოლების გმირობა და მათი წვლილი გამარჯვებაში.
