კადეტთა სამხედრო ლიცეუმის წარმომადგენლების ვიზიტი

17 მარტს, მარანის საჯარო სკოლას, კადეტთა სამხედრო ლიცეუმის წარმომადგენლები ეწვივნენ. შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის ინფორმაციის მიწოდება ლიცეუმში სწავლის პირობების, წესებისა და შესაძლებლობების შესახებ.
სტუმრებმა ისაუბრეს სამხედრო განათლების მნიშვნელობაზე, დისციპლინაზე, ფიზიკურ მომზადებასა და ლიდერულ უნარებზე. ასევე მოსწავლეებს გააცნეს, თუ რა შესაძლებლობებს აძლევს ლიცეუმი ახალგაზრდებს მომავალში, როგორც პიროვნული განვითარების, ასევე პროფესიული კუთხით.
შეხვედრა საინტერესო და ინფორმაციული იყო. მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა დაესვათ კითხვები და მიეღოთ დეტალური პასუხები. მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს პროფესიული ორიენტაციის ჩამოყალიბებას და ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას.