სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს აბაშის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით მოწყობილ საკონფერენციო კონკურსში: ,,დავით აღმაშენებელი – დიდი სახელმწიფო მოღვაწე და ძლევამოსილი მხედართმთავარი”.
სკოლის ადმინისტრაციამ გამოავლინა
ორი გამარჯვებული თემა:
მე – 9 კლასი: ლიზა ჯანელიძე, მარიამ ფრანგიშვილი.
მე – 11 კლასი: თამარ ჩიტეიშვილი, ბახვა გიგინეიშვილი, სერგო ვაჩეიშვილი.
მოსწავლეებმა საგანმანათლებლო რესურსცენტრში წარადგინეს მეფე დავითის ისტორიულ-კულტურული კონტექსტი.აუდიტორიას გააცნეს ის ღირებულებები და ფასეულობები, რაც დავით აღმაშენებლის ეპოქისთვის იყო დამახასიათებელი.
მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.
