მემორანდუმის ფარგლებში 2026 წლის 24 მარტს მოეწყო შეხვედრა ტურისტული ცენტრის სპეციალისტ გაიოზ ძიძიგურთან. შეხვედრაში მონაწილეობდნენ მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები, ისტორიის მასწავლებელი გიორგი ჯანგველაძე და სკოლის დირექტორი ზაზა პიტავა.
შეხვედრის მთავარი მიზანი იყო მოსწავლეებში ტურიზმისა და მხარეთმცოდნეობის პოპულარიზაცია,ახალგაზრდების ცნობიერებისა და აქტიურობის ამაღლება.
ტურიზმის ცენტრის ხელმძღვანელმა გაიოზ ძიძიგურმა ისაუბრა ცენტრის ფუნქციებზე, საქმიანობასა და მიზნებზე. ღონისძიება ჩატარდა დისკუსიის ფორმატში, ისაუბრეს ტურიზმის მნიშვნელობაზე, მოსწავლეებმა გამოთქვეს თავისი მოსაზრებები, ჰქონდათ შეკითხვები. შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა, დიდი მოწონება დაიმსახურა მოსწავლეებში. დაიგეგმა ექსკურსია თერჯოლის მუნიციპალიტეტში – ნავენახევის კასტრულ მღვიმეში.
