სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ,,ზოგადი განათლების ხელშეწყობის” პროგრამის ,,სასკოლო კონკურსების” ქვეპროგრამის ფარგლებში ქართული ენის დღესთან დაკავშირებით ორგანიზებულ შემოქმედებით პროექტში: ,,ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ…” მოსწავლეებმა დიდი ინტერესითა და მონდომებით მიიღეს მონაწილეობა. კონკურსის ფარგლებში შექმნეს მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი ნამუშევრები, რომლებიც ასახავს ქართული ენის სიყვარულსა და პატივისცემას.
სკოლის ადმინისტრაციამ გამოავლინა სამი გამარჯვებული:
1. VII კლასის მოსწავლე ლალი ჯანელიძე / ნახატი /
მასწავლებელი თამარ რურუა.
2. VIII კლასის მოსწავლე მარიამ პიტავა / ქართული კალიგრაფიის თვალსაჩინოება / .
მასწავლებელი ეკა შათირიშვილი.
3. VIII კლასის მოსწავლეები:
ანა ჯანელიძე
ბარბარე კალაძე
ლიზი დუნდუა
/ ხელნაკეთი წიგნი / .
მასწავლებლები: თამარ რურუა
ეკა შათირიშვილი
აღნიშნული აქტივობა ხელს უწყობს ბავშვებში ქართული ენისადმი ინტერესის გაღრმავებას, შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და ეროვნული ფასეულობების გააზრებას.
წარმატებებს ვუსურვებთ მათ!
