მარანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა იმუშავეს ბულინგის თემაზე და შეისწავლეს მისი მიზეზები, შედეგები პრევენციის გზები და სტატისტიკა. ბულინგი წარმოადგენს ძალადობის ერთ-ერთ ფორმას, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს სიტყვიერი, ფიზიკური ან ფსიქოლოგიურ სახით და განსაკუთრებით ხშირად გვხვდება სასკოლო გარემოში.
ბულინგი არის პრობლემა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს გვეხება. მისი პრევენცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თითოეული ადამიანი აიღებს პასუხისმგებლობას და არ დარჩება გულგრილი. ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელია უსაფრთხო და მეგობრული გარემოს შექმნა სკოლაში.
