ესეების კონკურსი ,,თუ სამყარო უფრო კეთილი იქნებოდა”

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების,სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით,დაუნის სინდრომისა და აუტიზმის მსოფლიო დღეების ფარგლებში, ჩატარდა ესეების კონკურსი ,,თუ სამყარო უფრო კეთილი იქნებოდა”…..
კონკურსში მარანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღო მონაწილეობა. მე-9 კლასის მოსწავლის ლიზა ჯანელიძის ნამუშევარმა ჟიურის მოწონება დაიმსახურა და გადაეცა სიგელი- სითბოთი,გულწრფელობითა და სიკეთის რწმენით სავსე ნამუშევრისათვის.
მე-9 კლასის მოსწავლეს ანასტასია ჯანელიძეს გადაეცა სიგელი კონკურსში
მონაწილეობისათვის.