14 აპრილი – დედაენის დღე ჩვენს სკოლაში შემოქმედებითი მრავალფეროვნებით აღინიშნა. ამ დღემ კიდევ ერთხელ გაგვაერთიანა მშობლიური ენის სიყვარულისა და მისი დაცვის იდეის გარშემო.
ნანა ქორჩილავას ხელმძღვანელობით გამართული ღონისძიება რამდენიმე მნიშვნელოვან კომპონენტს აერთიანებდა, სადაც სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებმა თავიანთი შემოქმედება წარმოადგინეს:
მე-9 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პოსტერი საინტერესო ისტორიული ნარკვევებითა და შემეცნებითი მასალებით 1978 წლის მოვლენებზე. პოსტერი გამოირჩეოდა დახვეწილი დიზაინითა და შინაარსობრივი სიღრმით.
მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეებმა ემოციურად წაიკითხეს ქართველი კლასიკოსების ლექსები და საკუთარი სათქმელით მიულოცეს დამსწრეთ ეს მნიშვნელოვანი დღე.
ღონისძიებას განსაკუთრებული ესთეტიკური ელფერი შესძინა ლალი ჯანელიძის გრაფიკული ხელწერით შესრულებულმა ნამუშევარმა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვანახა ქართული დამწერლობის უნიკალურობა და პლასტიკა.
ეს დღე იყო შეხსენება იმისა, რომ „ენა მამული და სარწმუნოება“ ჩვენი ერის მთავარი საყრდენია და მას გაფრთხილება სჭირდება.
