მე-7 კლასის მოსწავლეებმა იმუშავეს თემაზე „ჯანსაღი ცხოვრების წესი“

სამოქალაქო განათლების ფარგლებში, მე-7 კლასის მოსწავლეებმა იმუშავეს თემაზე „ჯანსაღი ცხოვრების წესი“ (მასწავლებელი ანანო ბრელიძე) და დაამზადეს საინფორმაციო პოსტერი. მათ წარმოადგინეს ჯანსაღი ცხოვრების ძირითადი პრინციპები, როგორიცაა სწორი კვება, ფიზიკური აქტივობა და ძილის რეჟიმი.
პოსტერში ასევე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს მავნე ჩვევების (მაგალითად, თამბაქოს, ნარკოტიკული ნივთიერებებისა და ალკოჰოლის მოხმარების) უარყოფით გავლენაზე. გარდა ამისა, მოსწავლეებმა ისაუბრეს ადრეული ქორწინების შესაძლო რისკებსა და მის გავლენაზე მოზარდის ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ განვითარებაზე, განათლების მიღებასა და მომავალ შესაძლებლობებზე.
აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას, ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობის გააზრებას და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობის გაცნობიერებას.