კლუბ “ლიტერათოჯინას” წევრებმა და მეხუთეკლასელებმა გამართეს დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

ქართული ენის კვირეულის ფარგლებში კლუბ “ლიტერათოჯინას” წევრებმა და მეხუთეკლასელებმა გამართეს დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. მოსწავლეებმა ისაუბრეს ქართულ ენაზე, როგორც ჩვენი კულტურის უნიკალურ მემკვიდრეობაზე, მის მნიშვნელობასა და გაფრთხილების აუცილებლობაზე. მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობაში, რაც მიზნად ისახავდა მშობლიურ ენისადმი ინტერესის გაღვიძებასა და ცნობიერების ამაღლებას
კლუბის წევრებმა ისაუბრეს ქართული ენის მნიშვნელობაზე, მის როლსა და გამოწვევებზე თანამედროვე ეპოქაში. საინტერესოდ წარმოაჩინეს საკუთარი ხედვები. ილუსტრირებულ წიგნად წარმოაჩინეს ქართული ასოების მოხაზულობა, წაიკითხეს ცნობილ ადამიანთა გამონათქვამები.
მეხუთეკლასელებმა დიდი სიყვარული გამოხატეს ქართული ენის მიმართ. ხაზი გაუსვეს მის ერთადერთობასა და შეუცვლელობას. ისაუბრეს დიალექტიზმების მნიშვნელობაზე.
ღონისძიების მონაწილეები კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ ბრძოლით მოპოვებულ საგანძურს გაფრთხილება სჭირდება. გააცნობიერეს, რომ სწორად მეტყველება და წერა ენის პატივისცემის ყველაზე დიდი გამოხატულებაა.
კლუბის ხელმძღვანელი – ეკა შათირიშვილი