დედამიწის დღის კვირეულის ფარგლებში, მოეწყო მოსწავლეთა ნახატების გამოფენა.
მასწავლებელი – თამარ რურუა.
მე-8კლასის მოწავლეებმა მოამზადეს კედლის გაზეთი ,,ეკოლოგია იწყება ჩვენგან – ნუ გაირთულებ სიცოცხლეს”. მოსწავლეებმა გააცნობიერეს გარემოს დაბინძურებით გამოწვეული საფრთხე და მომავალში გამოუმუშავდებათ მზრუნველი დამოკიდებულება, პასუხისმგებლობა გარემოსადმი.
მასწავლებელი – ლელა დუნდუა.
მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი – ,, ნარჩენების დაშლის კალენდარი”(სხვადასხვა პროდუქტი ჩაფლეს ნიადაგში (საკვები, მინის ქილა, პლასტმასის ბოთლი, ქაღალდი) პერიოდულად დააკვირდებიან და შეამოწმებენ ერთი წლის განმავლობაში ნარჩენების დაშლას, ჩაინიშნავენ შედეგებს. შექმნეს ექსპერიმენტის ადგილის აბრა და ინსტრუქცია.
მასწავლებელი – ნანა ბაშკატოვა.
