მარანის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა დედაენის დღეს მიუძღვნეს მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული კვირეული. პირველ დღეს ესტუმრნენ ბიბლიოთეკას თემით “ვკითხულობთ გოგებაშვილს”. II – III დღეს შექმნეს ილუსტრირებული წიგნი ი. გოგებაშვილის მოთხრობების მიხედვით. IV დღე ინტერაქტიულ თამაშებს დაეთმო. კვირეული ზეიმით დაგვირგვინდა. მოსწავლეებმა გაიაზრეს, რომ თითოეული ქართველის მოვალეობაა, გაუფრთხილდეს და დაიცვას ქართული ენის სიწმინდე.
მასწავლებელი – ლალი ანაკიძე
