დიდი სამამულო ომის დამთავრების 80 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება

მარანის საჯარო სკოლაში 8-13 მაისს ჩატარდა დიდი სამამულო ომის დამთავრების 80 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება. (მასწავლებლები-მერაბ მიგინეიშვილი, რომან დუნდუა)
9 მაისს მოსწავლეებმა პატივი მიაგეს დაღუპულ გმირებს და მოინახულეს შინმოუსვლელთა სტენდი.
13 მაისს, მარანის საჯარო სკოლაში დიდი სამამულო ომის 80 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პრეზენტაცია, დოკუმენტური მასალების ჩვენება, გაიხსენეს ომის მძიმე პერიოდი, ქართველი მებრძოლების გმირობა და მათი წვლილი გამარჯვებაში.
...სრულად დიდი სამამულო ომის დამთავრების 80 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება

დედამიწის დღე მე-4 კლასში

დედამიწის დღესთან დაკავშირებით მე - 4 კლასის მოსწავლეებმა (მასწავლებელი სალომე დუნდუა) დახატეს და გააფერადეს სურათები, რომლებიც ასახავდა ბუნების სილამაზეს და მის დაცვაზე ზრუნვის აუცილებლობას. ...სრულად დედამიწის დღე მე-4 კლასში

გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება

მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების, ეკოლოგიური პრობლემების შესახებ ცოდნის ამაღლების, ნარჩენების მეორადი გამოყენების მნიშვნელობის მიზნით ჩაატარეს პრეზენტაცია (ხელმძღვანელი ქიმიის მასწავლებელი ლელა დუნდუა).
მე - 8 კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს კედლის გაზეთები, ნარჩენებისგან შექმნეს ნივთები.
...სრულად გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება

დედამიწის დღე

მარნის საჯარო სკოლის II- III კლასის მოსწავლეებმა (მასწავლებელი: თეა ბერაძე) დედამიწის დღესთან დაკავშირებით შექმნეს პლაკატი; "დედამიწა-ჩვენი საერთო სახლი!" ...სრულად დედამიწის დღე

ილუსტრირებული ანბანი

სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარნის საჯარო სკოლაში II-III კლასის მოსწავლეებმა (მასწავლებელი: თეა ბერაძე) შექმნეს ილუსტრირებული ანბანი.
დედაენა არის სულიერი მემკვიდრეობა, რომელიც გვახსენებს წარსულს, გვკვებავს აწმყოში და გვეხმარება მომავლის შენებაში.
სწორედ ქართულ ენაზე ფიქრით იწყება აზროვნება.
...სრულად ილუსტრირებული ანბანი