მე-7 კლასის მოსწავლეებმა იმუშავეს თემაზე „ჯანსაღი ცხოვრების წესი“

სამოქალაქო განათლების ფარგლებში, მე-7 კლასის მოსწავლეებმა იმუშავეს თემაზე „ჯანსაღი ცხოვრების წესი“ (მასწავლებელი ანანო ბრელიძე) და დაამზადეს საინფორმაციო პოსტერი. მათ წარმოადგინეს ჯანსაღი ცხოვრების ძირითადი პრინციპები, როგორიცაა სწორი კვება, ფიზიკური აქტივობა და ძილის რეჟიმი.
პოსტერში ასევე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს მავნე ჩვევების (მაგალითად, თამბაქოს, ნარკოტიკული ნივთიერებებისა და ალკოჰოლის მოხმარების) უარყოფით გავლენაზე. გარდა ამისა, მოსწავლეებმა ისაუბრეს ადრეული ქორწინების შესაძლო რისკებსა და მის გავლენაზე მოზარდის ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ განვითარებაზე, განათლების მიღებასა და მომავალ შესაძლებლობებზე.
აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას, ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობის გააზრებას და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობის ...სრულად მე-7 კლასის მოსწავლეებმა იმუშავეს თემაზე „ჯანსაღი ცხოვრების წესი“

14 აპრილი – დედაენის დღე

14 აპრილი - დედაენის დღე ჩვენს სკოლაში შემოქმედებითი მრავალფეროვნებით აღინიშნა. ამ დღემ კიდევ ერთხელ გაგვაერთიანა მშობლიური ენის სიყვარულისა და მისი დაცვის იდეის გარშემო.
​ნანა ქორჩილავას ხელმძღვანელობით გამართული ღონისძიება რამდენიმე მნიშვნელოვან კომპონენტს აერთიანებდა, სადაც სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებმა თავიანთი შემოქმედება წარმოადგინეს:
​მე-9 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პოსტერი საინტერესო ისტორიული ნარკვევებითა და შემეცნებითი მასალებით 1978 წლის მოვლენებზე. პოსტერი გამოირჩეოდა დახვეწილი დიზაინითა და შინაარსობრივი სიღრმით.
​მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეებმა ემოციურად წაიკითხეს ქართველი კლასიკოსების ლექსები და საკუთარი სათქმელით მიულოცეს დამსწრეთ ეს მნიშვნელოვანი დღე.
​ღონისძიებას განსაკუთრებული ესთეტიკური ელფერი შესძინა ლალი ...სრულად 14 აპრილი – დედაენის დღე

ონფერენცია თემაზე: ,,საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700წლისთავი-ქრისტიანობის ისტორიული გავლენა საქართველოზე”.

აბაშის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით 2026 წლის 6 აპრილს საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით გაიმართა კონფერენცია თემაზე:
,,საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავი - ქრისტიანობის ისტორიული გავლენა საქართველოზე".
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა:
ნინო ბახტაძე(Xკლასი)
მერაბ ნაუმოვი(XI კლასი)
მოსწავლეებმა წარადგინეს საკონფერენციო თემა და გადაეცათ სიგელები კონფერენციაში მონაწილეობისათვის.
...სრულად ონფერენცია თემაზე: ,,საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700წლისთავი-ქრისტიანობის ისტორიული გავლენა საქართველოზე”.

ქართული ლიტერატურის კლუბი ,,ლიტერათოჯინა”.

სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანის საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს
ქართული ლიტერატურის კლუბი ,,ლიტერათოჯინა".
კლუბი წარმოადგენს საგანმანათლებლო სივრცეს რომელიც აერთიანებს ლიტერატურის მოყვარულ მოსწავლეებს.
კლუბის ხელმძღვანელი: ეკა შათირიშვილი.
კლუბის მიზნებია:
  • ️ქართული ლიტერატურის სიღრმისეული შესწავლა.
  • ნაწარმოების ანალიზისა და კრიტიკული აზროვნების განვითარება.
  • პერსონაჟების,,გაცოცხლება" და მათი უკეთ გაცნობა.
მუშაობის პროცესში დღემდე განხორციელდა სხვადასხვა აქტივობა.

მეგობრული შეხვედრა ფეხბურთში მარანისა და ქოლობნის საჯარო სკოლის მე 8 კლასის მოსწავლეებს შორის

2026 წლის 1 აპრილს გაიმართა მეგობრული შეხვედრა ფეხბურთში მარანისა და ქოლობნის საჯარო სკოლის მე 8 კლასის მოსწავლეებს შორის. ორივე გუნდმა შესანიშნავი მომზადება და სპორტული ოსტატობა გამოავლინა. ბევრი გოლი და საუკეთესო განწყობა!
სპორტი გვაერთიანებს!
...სრულად მეგობრული შეხვედრა ფეხბურთში მარანისა და ქოლობნის საჯარო სკოლის მე 8 კლასის მოსწავლეებს შორის