მარნის და პირველი მაისის საჯარო სკოლის სპორტულ კლუბებს შორის გაიმართა მეგობრული მატჩი ფრენბურთში.

2026 წლის 24 მარტს ჩვენს სკოლაში ნამდვილი სპორტული დღესასწაული მოეწყო. მარნის და პირველი მაისის საჯარო სკოლის სპორტულ კლუბებს შორის გაიმართა მეგობრული მატჩი ფრენბურთში. თამაში სავსე იყო ემოციებით. შედეგზე მეტად მნიშვნელოვანი ის ახალი მეგობრობა და გამოცდილება, რომელიც ამ შეხვედრამ მოგვიტანა. მადლობა ორივე გუნდს დაუვიწყარი თამაშისთვის. ...სრულად მარნის და პირველი მაისის საჯარო სკოლის სპორტულ კლუბებს შორის გაიმართა მეგობრული მატჩი ფრენბურთში.

ესეების კონკურსი ,,თუ სამყარო უფრო კეთილი იქნებოდა”

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების,სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით,დაუნის სინდრომისა და აუტიზმის მსოფლიო დღეების ფარგლებში, ჩატარდა ესეების კონკურსი ,,თუ სამყარო უფრო კეთილი იქნებოდა".....
კონკურსში მარანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღო მონაწილეობა. მე-9 კლასის მოსწავლის ლიზა ჯანელიძის ნამუშევარმა ჟიურის მოწონება დაიმსახურა და გადაეცა სიგელი- სითბოთი,გულწრფელობითა და სიკეთის რწმენით სავსე ნამუშევრისათვის.
მე-9 კლასის მოსწავლეს ანასტასია ჯანელიძეს გადაეცა სიგელი კონკურსში
მონაწილეობისათვის.
...სრულად ესეების კონკურსი ,,თუ სამყარო უფრო კეთილი იქნებოდა”

პროექტი ბულინგის პრევენციის შესახებ

მარანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა იმუშავეს ბულინგის თემაზე და შეისწავლეს მისი მიზეზები, შედეგები პრევენციის გზები და სტატისტიკა. ბულინგი წარმოადგენს ძალადობის ერთ-ერთ ფორმას, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს სიტყვიერი, ფიზიკური ან ფსიქოლოგიურ სახით და განსაკუთრებით ხშირად გვხვდება სასკოლო გარემოში.
ბულინგი არის პრობლემა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს გვეხება. მისი პრევენცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თითოეული ადამიანი აიღებს პასუხისმგებლობას და არ დარჩება გულგრილი. ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელია უსაფრთხო და მეგობრული გარემოს შექმნა სკოლაში.
...სრულად პროექტი ბულინგის პრევენციის შესახებ

ქართული ენის დღესთან დაკავშირებული პროექტი: ,,ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ…”

სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ,,ზოგადი განათლების ხელშეწყობის" პროგრამის ,,სასკოლო კონკურსების" ქვეპროგრამის ფარგლებში ქართული ენის დღესთან დაკავშირებით ორგანიზებულ შემოქმედებით პროექტში: ,,ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ..." მოსწავლეებმა დიდი ინტერესითა და მონდომებით მიიღეს მონაწილეობა. კონკურსის ფარგლებში შექმნეს მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი ნამუშევრები, რომლებიც ასახავს ქართული ენის სიყვარულსა და პატივისცემას.
სკოლის ადმინისტრაციამ გამოავლინა სამი გამარჯვებული:
1. VII კლასის მოსწავლე ლალი ჯანელიძე / ნახატი /
მასწავლებელი თამარ რურუა.